23:04 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-06 16:06:35, 2568 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა, საქართველოს ყველა მოქალაქე - მკაცრად გაკონტროლდება

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა. 

ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღესვე იქნა მიღებული რეკომენდაციები წევრი სახელმწიფოების საკონსულოებისთვის და სასაზღვრო სამსახურისთვის, რათა მათ ეფექტურად უზრუნველყონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება. 

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ეს რეკომენდაციები მოიცავს - ევროკავშირის საზღვრებზე ყველა საქართველოს მოქალაქის მიმართ გაძლიერებულ შემოწმებას. 

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური ან დიპლომატიური მიზნებით მოგზაურობისას აუცილებლად უნდა იქონიონ დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი - წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ მიმართ შესვლის აკრძალვაც დაწესდეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics