23:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-11 19:18:57, 3538 ნახვა

პოლიტიკა
Bloomberg: ორბანი განიხილავს, შეცვალოს კონსტიტუცია და დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა

გამოცემა Bloomberg წერს, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ფიქრობს შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება აპრილში დაგეგმილი არჩევნების შედეგების მიუხედავად.

Bloomberg-თან ანონიმურობის პირობის დაცვით წყარო ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ზოგიერთი გამოკითხვა არჩევნებისთვის ოპოზიციის ორნიშნა უპირატესობას აჩვენებს, ვიქტორ ორბანი განიხილავს შესაძლებლობას, რომ თავად დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა და კანონები ისე შეცვალოს, რომ ეს პოსტი ყველაზე გავლენიანად იქცეს.

პრემიერმა ვიქტორ ორბანმა საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობაზე გასულ თვეში, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ ამ სისტემაზე გადასვლა "ყოველთვის დღის წესრიგშია".

უნგრეთის პარლამენტმა სამშაბათს დაამტკიცა ვიქტორ ორბანის პარტიის, ფიდესის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მომავალში კანონმდებლებს პრეზიდენტის თანამდებობიდან მოხსნას მეტად გაურთულებს.

Bloomberg წერს, რომ თუ ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესი აპრილში გაიმარჯვებს, ვიქტორ ორბანს შესაძლებლობა ექნება, პრეზიდენტის რანგში თავად მართოს პროცესები, ხოლო ყოველდღიური სამთავრობო საქმეები სანდო მოკავშირეს გადააბაროს. დამარცხების შემთხვევაში კი, ვიქტორ ორბანი, პრეზიდენტის როლში, შეძლებს შეზღუდოს ოპოზიციური პარტია ტისას ლიდერის, პეტერ მაგიარის ხელისუფლება.

ამ გეგმის განსახორციელებლად ვიქტორ ორბანს აპრილის არჩევნებამდე პარტია ფიდესის საკონსტიტუციო უმრავლესობის პარლამენტში გამოყენება დასჭირდება, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა კი, რომელსაც ვადა 2029 წელს ეწურება, თანამდებობა უნდა დატოვოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics