15:05 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 13:00:45, 1883 ნახვა

პოლიტიკა
პროტესტის 1 წელი - ჟურნალისტებზე ძალადობისა და დაშინების 400-მდე შემთხვევა - საერთაშორისო გამჭვირვალობა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო განცხადების მიხედვით, უწყვეტი პროტესტის ერთწლიან პერიოდში ჟურნალისტებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევა აღირიცხა. 

"ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მოჰყვა, განსაკუთრებით მძიმე იყო ქართული კრიტიკული მედიისთვის, რომელიც ისედაც მწირი ფინანსური თუ ტექნიკური რესურსების პირობებში, საპროტესტო პროცესებს ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდა.

პროტესტის ერთწლიან პერიოდში დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის 400-მდე საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 300-მდე მიმდინარე წელს, 100-მდე კი - 2024 წლის ბოლო 1 თვეში." - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics