00:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-18 10:25:31, 502 ნახვა

პოლიტიკა
მადლობა უპატივცემულო განცხადებებისთვის - უკრაინა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი უკრაინის მხრიდან “უმადურობის” შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა და “მადლობა” გადაუხადა “უპატივცემულო განცხადებებისთვის.”

“მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ყველაფრისთვის, კერძოდ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოუღებლობისთვისა და მათთვის თავის არიდებაში საერთო აგრესორის დახმარებისთვის, საკუთარი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გეზის ცვლილებისთვის რუსული უღელისკენ, უკრაინის მიმართ მუდმივი უპატივცემულო განცხადებებისთვის”. – თქვა ტიხიმ. 

მანამდე პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა, უკრაინის ხელისუფლება “უმადურობაში” დაადანაშაულა და უკრაინელ ხალხს უსურვა, რომ “ღირსეული ხელისუფლება” ჰყავდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics