02:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-14 09:31:52, 653 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - უვიზო მიმოსვლის შეჩერება ბრიუსელის კისერზე იქნება

ოლიგარქ ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სამთავრობო-პროპაგანდისტულ "იმედი LIVE" - ის ეთერში უვიზო მიმოსვლის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული თემები ბოლო პერიოდში პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება:

„ახლა წარმოიდგინეთ, არჩევნები დასრულდა. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ევროინტეგრაცია და ყველაფერი, რაც ევროკავშირთან არის დაკავშირებული, გამოიყენება პოლიტიკურ იარაღად. ესე იყო კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში, ესე ვნახეთ შემდგომ გაგრძელება და ახლა მივედით უვიზო მიმოსვლამდე." - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ პროცესების უკან ქვეყნის შიგნით მღელვარების გამოწვევის მცდელობა დგას:
„ნუ დავმალავთ, რომ ეს ყველაფერი არის გამიზნული იმისთვის, რომ გარკვეული მღელვარება შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში. არავის დაუმალავს, რომ კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება მაშინ სწორედ იმისთვის იყო, რომ მღელვარება გამოეწვია ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ." - განმარტა მინისტრმა.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს, მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან შესაძლოა რთული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული:
„ახლა ეს საკითხი დარჩა "უვიზო მიმოსვლა", თუ ბრიუსელი ამ მძიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ დასაჯოს ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის, იმისთვის, რომ მან გააკეთა ის არჩევანი, რაც გააკეთა - ეს ბრიუსელის კისერზე იქნება, რამდენად შეძლებს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღებას, იმედი მაქვს, ეს მიმართულება ბრიუსელში ვერ გაიმარჯვებს."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics