00:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-13 21:43:34, 901 ნახვა

პოლიტიკა
ვუერთდებით 28 ნოემბრის პროდასავლური პარტიების ერთობლივ აქციას – სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშნებელბის განცხადებით, 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას უერთდებიან. მათი განცხადებით, აგრძელებენ ბრძოლას ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად და ხალხისთვის ძალაუფლების დასაბრუნებლად. 

პარტია ასევე ეხმაურება გიორგი ვაშაძისთვის ახალი ბრალდების წარდგენას, მათი განცხადებით, რეჟიმი ამ გზით გიორგი ვაშაძის ნეიტრალიზებას ცდილობს, 

"ქართველი ხალხის ერთ წლიანმა მტკიცე და გაბედულმა ბრძოლამ აჩვენა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სამართლიან, უსაფრთხო, თავისუფალ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას.

ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს საქართველოს ევროინტეგრციის გზა ჩახერგოს, მოგვაქციოს სრულ იზოლაციაში და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით ზურგი აქციოს დასავლეთს.

სტრატეგია აღმაშენებელი ისევე როგორც მთელი საქართველო დგას ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე.

ჩვენი თანმიმდევრული ბრძოლა ვერ შეაჩერა ვერც ლიდერების უსამართლოდ დატყვევებამ, ვერც შეთითხნილი ბრალდებით ხანგრძლივი ციხის მუქარამ.

ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, აბსურდული ბრალდებით მრავალწლიანი პატიმრობის მუხლით ცდილობს ივანიშვილი პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ნეიტრალიზებას. ასევე რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრობაშია ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი,პაატა მანჯგალაძე მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე და საქართველოს გამარჯვებამდე.

პარტია სტრატეგია აღმაშენებელი აგრძელებს ბრძოლას ქვეყაში კონსტიტუციური  წესრიგის აღდგენისა და ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებისთვის.

ამ მიზნის მისაღწევად, სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი უერთდება 28 ნოემბრის პროდასავლური პარტიების ერთობლივ აქციას და აქტიურად ჩაერთვება ყველა ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი ხალხის ნების აღსრულებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე."- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics