05:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-07 11:15:38, 1863 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების რეჟიმმა, არაბებთან ე.წ საინვესტიციო ხელშეკრულება გაასაიდუმლოა

Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თბილისსა და აჭარაში მსხვილი დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის 22 ოქტომბრის განკარგულებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კომერციული საიდუმლოებაა – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უნდა განხორციელდეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, 22 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით, სახელმწიფო იქნება Eagle Hills-ის ქართული შვილობილის 33%-ის მფლობელი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics