|
2025-10-18 12:37:46, 700 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ევროკომისიის პრესსპიკერისგან შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნე
პრესსპიკერი [ანიტა ჰიპერი] ორი კვირაა 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ დაწერა, პაპუაშვილი ევროკომისიის პრესპიკერის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერის განცხადებას ეხმაურება, რომ „ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს მიმართავს, რომლებიც აშკარად რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული“. როგორც პაპუაშვილი წერს, „თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა”. „ევროკომისიის ამ პრესსპიკერისგან [ანიტა ჰიპერისგან] მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ. იმ დღეს ჩვენი ქვეყანა ბეწვზე გადაურჩა სისხლიან ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას. ამ დროისთვის უკვე 62 ადამიანია დაკავებული და სასჯელს ელის. პრესსპიკერი კი ორი კვირაა 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს. თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა”,- წერს პაპუაშვილი. ცნობისთვის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს მიმართვას, „რომლებიც აშკარად რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული". „ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და, რა თქმა უნდა, ის, რაც იქ ხდება, შეუმჩნეველი არ რჩება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აკვირდება თუ არა ევროკომისია სიტუაციას საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)