12:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-14 19:12:22, 1221 ნახვა

პოლიტიკა
ლენა შილინგი - მზია ამაღლობელი წარმოადგენს ყველაფერს, რისიც ავტორიტარულ მთავრობას ეშინია

გერმანელი ევროპარალმენტარმა, ლენა შილინგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას  მზია ამაღლობელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ის წარმოადგენს ყველაფერს რისიც ავტორიტარულ მთავრობას ეშინია.“

ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, “მისი დაპატიმრება არ არის მხოლოდ მის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ეს უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირის გვერდით.“

მე დავესწარი მზიას ერთ-ერთ უსამართლო სასამართლო სხდომას. ჩვენი თავისუფლება ეყრდნობა პრესის თავისუფლებას და ეს არ უნდა შეიზღუდოს. მზია წარმოადგენს ყველაფერს რისიც ავტორიტარულ მთავრობას ეშინია. სიმართლეს, სიმამაცეს, რწმენას, რომ ჟურნალისტიკას ისევ შეუძლია დემოკრატიის დაცვა და მისი დაპატიმრება არ არის მხოლოდ მის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ეს უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირის გვერდით. ეს არ არის მხოლოდ პათეტიკური სიტყვები, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და ყოველ დღე იბრძვით ამისთვის. მზია უარს ამბობს გაჩუმებაზე, ისევე როგორც ჩვენ. ეს ქეისი აჩვენებს, რა მიმართულებით მიდის საქართველო . ეს არის ევროკრატიული რეჟიმი, რომელიც არის რუსეთის გავლენის ქვეშ, - განაცხადა შილინგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics