02:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-29 23:14:13, 1416 ნახვა

პოლიტიკა
ოლიგარქის დეპუტატი ჭეიშვილი - ვაპირებთ განათლების სისტემის რეფორმირებას ლიბერალური ფაშიზმის დასასრულებლად

„ქართული ოცნება აპირებს მორიგი რეპრესიული კანონის მიღებას ამჯერად განათლების სისტემაში ე.წ "ლიბერალური ფაშიზმის" დასასრულებლად -  ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა, პრორუსულ  პროპაგანდისტურ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა:

„ე.წ. ტრენინგები ან სემინარები, როგორც წესი, ძალადობის, ტერორიზმის და სხვა მსგავსი ქმედებების რომანტიზაციას ახდენს. ბუნებრივია, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და სახელმწიფო ამაზე რეაგირებას მოახდენს...

4 ოქტომბერი და მათ მიერ გამოცხადებული „სახელმწიფო გადატრიალება“ ერთია; ამ ახალგაზრდების რეკრუტირება და, გულწრფელად რომ ვთქვათ, იდეოლოგიის გავრცელება, რომელსაც ჩვენ „ლიბერალურ ფაშიზმს“ ვუწოდებთ, რომელსაც ისინი ახორციელებენ და ამ მიზნით შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებს იყენებენ, სულ სხვაა...

უმაღლესი განათლების რეფორმა და ზოგადად განათლება მთავარი პრიორიტეტია... მთავრობის დონეზე შესაბამისი კომისია მუშაობს და ძალიან მალე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული კონცეფცია.

ეს, თავის მხრივ, ასევე იქნება ფაქტორი და მექანიზმი, რათა თავიდან აიცილოს კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოყენება შესაბამისი ფოკუს ჯგუფების ინდოქტრინაციის ინსტრუმენტებად.
„ამას რეაგირება სჭირდება და ასეთი რეაგირება მალე მოხდება“, - ამბობს ჭეიშვილი.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ განათლების, განსაკუთრებით უნივერსიტეტების წმენდას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics