03:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-29 16:33:44, 819 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარისვილი - ოცნება გულშემატკივრობდა პრორუსულ ძალებს და არ სურდა მაია სანდუს გამარჯვება

“პროპაგანდისტული მედიების მხრიდან მოლდოვის არჩევნების გაშუქებამ აჩვენა, როგორ გულშემატკივრობდა “ქართული ოცნება” პრორუსულ ძალებს და როგორ არ სურდა მაია სანდუს გამარჯვება — ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი მათი პროდასავლური კურსის სიყალბეზე“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით - “როდესაც ჩვენი პროპაგანდისტები საუბრობენ საქართველოს პროდასავლურ კურსზე, რატომღაც ჯერ კიდევ ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ მაინც იმ პროპაგანდის პედალირებით, რომ საქართველო თითქოს მაინც დასავლეთისკენ მიდის და ცდილობს ევროინტეგრაციას, ამ დროს უნდა ჩაიხედონ სარკეში და შეხედონ იმ გაშუქების სტილს, როგორიც ჩვენ ვიხილეთ მოლდოვის არჩევნების გაშუქებისას, როგორ გულშემატკივრობდა “ოცნება” და მათი სატელევიზიო არხები პრორუსული პარტიების გამარჯვებას, როგორ არ უნდოდათ მაია სანდუს გამარჯვება და

როგორ გულშემატკივრობდნენ, რომ როგორმე იქნებ კომუნისტებს და პრორუსებს გაემარჯვა მოლდოვაში. ყველაზე მარტივი და ნათელი ტესტია ამ ადამიანებისთვის, რომ დაინახონ საკუთარი თავი სარკეში, დაიმახსოვრონ 29 სექტემბერი ვის გულშემატკივრობდნენ და ვისი წარმატება უნდოდათ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics