03:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-29 14:01:36, 953 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება

„ვისაც ვის უნდა, იმას შეხვდეს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია, თუმცა ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და გაძლევთ სიმშვიდის გარანტიას“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს 4 ოქტომბრისთვის იმის ფონზე, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიას შეხვდნენ, კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება.

„4 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებს „ქართული  ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში ვიზეიმებთ გამარჯვებას. არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუკი ვინმე გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას კანონის ფარგლებშივე ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ვისაც ვის უნდა, იმას შეხვდეს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია, თუმცა, ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე.  

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მასზე სერიოზული საუბარი შეუძლებელია. დააკვირდით, რა ტიპის განცხადებებს აკეთებს. საერთოდ არალოგიკურია მისი მხრიდან გაჟღერებული მესიჯები. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ მედიაში შემთხვევით ვნახე მისი ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან. უყუროს ნორმალურმა ადამიანმა ამას და ყველაფერი ცხადი გახდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics