|
2025-09-09 14:40:53, 773 ნახვა
პოლიტიკა
ერთპარტიული პარლამენტის სპიკერი - ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ „მოძალადე მედია“ ახალი ფენომენია
თბილისის საარჩევნო შტაბზე „ნაცი“ „ტიტუშკების“ თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა, – ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებას გამოეხმაურა. „ამ პროცესში, ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა, ჩართული ჰყავთ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმები, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაფინანსებული „ნეტგაზეთი“, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე. მიკერძოებული, პარტიული, ყვითელი, ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ „მოძალადე მედია“ ის ახალი ფენომენია, რომელიც, რუანდის „ათასი ბორცვის რადიოს“ მაგალითზე, უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია“, – წერს პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)