17:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-25 13:47:40, 931 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი - მდინარაძე მაღალი დონის პროფესიონალია

მამუკა მდინარაძე მაღალი დონის პროფესიონალია და სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის გამოცდილება აქვს, – ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის წევრმა  დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„სახელმწიფოში საკადრო გადაადგილება ჯანსაღი პროცესია. ამიტომ, ამაში გასაკვირი არაფერია. ანრი ოხანაშვილი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე რჩება, მისი გამოცდილება ახალი ფუნქციების შესრულებაში წაადგება. მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობას ვუხდი. მამუკა მდინარაძეს კი წარდგენა არ სჭირდება, ის მაღალი დონის პროფესიონალია, რომელსაც სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის გამოცდილება აქვს. მამუკა მდინარაძე საკუთარი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია. რაც შეეხება რადიკალების განცხადებებს, თუ ვინმე და რამეა ქვეყანაში ჩამოშლილი და ჩამონგრეული, ეს რადიკალური ოპოზიციაა, რომელიც ლაბირინთიდან თავგზას ვერ იგნებს, ამ ლაბირინთებიდან ვეღარ გამოდის. დღეს რადიკალური ოპოზიცია უსუსტეს მდგომარეობაშია. 90-იანი წლებიდან დღემდე, საქართველო ყველაზე დამოუკიდებელია ძლიერი ინსტიტუციებით. ოპოზიციის განცხადებები როგორი სუსტია, ამას საზოგადოება ხედავს“. - განაცხადა მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics