21:41 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 18:12:33, 892 ნახვა

სხვადასხვა
თუთის ნერგების დარიგება დაიწყო


საქართველში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შუა აზიიდან შემოტანილი თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების დარიგება დაიწყო.
როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ქვეყნის მასშტაბით ნერგები დაურიგდება ყველა დაინტერესებულ ფერმერს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და ნერგების მწარმოებელს. დღევანდელი მონაცემებით  ნერგები  რეგიონების მიხედვით უკვე გადანაწილდა  -   სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი - 10 750 ნერგი, იმერეთი  - 11 100, გურია - 13 800, კახეთი  - 16 050, აჭარა - 3 300.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები თუთის ბაღები გაშენებაში დაეხმარებიან და თუთის მოვლის აგროტექნიკურ ღონისძიებებს გააცნობენ.
აღსანიშნავია, რომ უზბეკეთიდან შემოტანილი ბუჩქოვანი თუთის ჰიბრიდული ნერგები ნაყოფს არ იძლევა და იგი გამოიყენება მხოლოდ თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად. თუთის ნერგების გაშენება შესაძლებელია როგორც ინტენსიური ნარგაობის, ასევე ერთეული ძირების სახით.
ქართველმა ბიზნესმენმა, კომპანია ,,ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის ასი ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასცა. პროექტის თანახმად, ბენეფიციარებს თუთის ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდებათ.
მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის განხორციელებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა ჩართულები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics