02:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 17:25:28, 1053 ნახვა

მსოფლიო
ჯონ კერი: მიუნხენში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლის შემთხვევაში, სირიაში შესაძლოა, დამატებითი სამხედრო ძალები შევიდნენ

მიუნხენში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლის შემთხვევაში, სირიაში შესაძლოა სხვა ქვეყნებიდან დამატებითი სამხედრო ძალები შევიდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ჯონ კერიმ ერთ-ერთ არაბულ ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც " Orient-News“ იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაში ამერიკული სახმელეთო ძალების გაგზავნა გამორიცხა, თუმცა თვის დასაწყისში საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის მიზნით მზად არის, სირიაში სამხედროები გაგზავნოს.

"თუ ასადის რეჟიმი ვალდებულებებს არ შეასრულებს, ირანელები და რუსები კი არ აიძულებენ ასადს, შეასრულოს დანაპირები, საერთაშორისო საზოგადოების წევრები უმოქმედოდ არ იჯდებიან", - განაცხადა ჯონ კერიმ.

12 თებერვალს მიუნხენში მიღწეული შეთანხმებით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დაწესდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics