02:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:16:25, 1130 ნახვა

მსოფლიო
ნატო რუსეთის საზღვრებთან კონტიგენტის განლაგებას გეგმავს

ნატო რუსეთის საზღვრებთან კონტიგენტის განლაგებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ტელეგრაფი" ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება იუწყება, რუსეთის პოტენციური თავდასხმის შესაჩერებლად ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლოა 500-დან 1000-მდე სამხედრო პირი განალაგოს.

კონტინგენტი ბრიტანელი, ამერიკელი და გერმანელი ჯარისკაცებისგან დაკომპლექტდება და ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში განლაგდება.

"ტელეგრაფის" ცნობით, ბალტიისპირეთის, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმებისაგან და ფართომასშტაბიანი ოკუპაციისგან დაცვის ახალ ინიციატივას დღეს ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილავენ.

აღნიშნულ ინფორმაციას კრემლში უკვე გამოეხმაურნენ. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის საზღვარებთან ნატოს ძალების დისლოცირების გეგმის შესახებ ალიანსს მოსკოვი არ გაუფრთხილებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics