12:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 17:11:38, 884 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს მაჟორიტართან, ლევან ვერძაძესთან და მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან, რევაზ ვარშანიძესთნ ერთად, სოფლების - ქოსოფლის, ქვედა მახუნცეთის და ზედა მახუნცეთის მოსახლეობას შეხვდა. 

"მოსახლეობისათვის წელსაც პრიორიტეტულია ბეტონის საფარისა და გარე განათების მოწყობა, რომელსაც აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობამ ერთობლივი გადაწყვეტილებით უყარა კენჭი.

დღესვე, მერი, საკრებულოს თავმჯდომარე რომან დავითაძესთან, მაჟორიტართან ვაჟა აბულაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან, ნაზიმ ჩხიკვაძესთან ერთად, სოფელი ცხემნის მოსახლეობას შეხვდა.  

პროგრამით გათვალისწინებული მოსახლეობასთან შეხვედრები პარალელურად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იმართება, რომელშიც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სტრუქტურული ერთეულის ხემძღვანელები, მაჟორიტარები, მოადგილეები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები არიან ჩართული",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics