15:05 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 14:32:03, 926 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მთავრობის წევრებთან ერთად, მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ყოველწლიური ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაორმაგდა და ნაცვლად 3 000 ლარისა, 6 000 ლარი გახდა.

"პროგრამას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს და ითვალისწინებს აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული 20 სამხედრო მოსამსახურის, მიღებული დაზიანებების შშმ სტატუსის მქონე 5 მეომრის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპულ 3 მეომრის ოჯახებზე, ყოველი წლის აგვისტოს თვეში მატერიალური დახმარების გაწევას.

ცვლილების თანახმად, პროგრამის ბიუჯეტი 81 000 ლარით გაიზარდა და 193 000 ლარი გახდა. პროგრამა ასევე, მოიცავს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარების გაცემას დაღუპული/მიღებული დაზიანებების შშმ სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურის დედებსა და მეუღლეებზე, ნაცვლად 1000 ლარისა, გაიცემა 2 000 ლარი",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაში.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics