03:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 12:26:31, 1246 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბურსას გუბერნატორს იაქუფ ჯანბოლათს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბურსას გუბერნატორს იაქუფ ჯანბოლათს შეხვდა. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამოითქვა რეგიონებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა, მათ შორის  ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით.

"თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ისე სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბურსას მერთან, სავაჭრო პალატასთან, ქართული დიასპორის წარმომადგებთან",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბურსას გუბერნატორთან შეხვედრას საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics