02:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 14:49:12, 955 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი ინწკირვეთში სოფლის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლების ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილესთან გურამ ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, საკრებულოს წევრთან ფატი ჭაღალიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად სოფელ ინწკირვეთში გაეცნო.

"პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფანჩატურს, წისქვილს, მემორიალს. დამონტაჟდება გარე განათება, მოეწყობა ბეტონის საფარი, სველი წერტილები, წყლის კუთხე და მემორიალი.

სამუშაოებს შპს „გიკუ 2010“ ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 43 333  ლარს შეადგენს. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

მიმდინარე წელს, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 130 000 ლარამდე დაიხარჯება.

განახლებული  ინფრასტრუქტურით ასევე ისარგებლებენ  წაბლანის, ჯაბნიძეების,  დარჩიძეების, ახალდაბის, ნიგაზეულის, წელათისა და უჩამბის მოსახლეობა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics