02:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 10:31:24, 666 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან და დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ანზორ გოგიაშვილთან ერთად დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

მერიის ცნობით, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრების კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში დასრულდა დანდალოს ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ კიბეებს და მემორიალურ დაფას, მოეწყო მგზავრთა მოსაცდელი, წყალი და დეკორატიული სკამები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „ალსოფი" ახორციელებდა, რომლის ბიუჯეტი 174 430 ლარს შეადგენდა.

„შიდა საუბნო გზების პროგრამის ფარგლებში, სოფელ გოგიაშვილებში ლევან ავალიანის სახლის მიმდებარედ მოეწყო ბეტონის საყრდენი კედელი და სანიაღვრე არხი ლითონის ცხაურით. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ შპს ,,მათე555"-მა 85 609 ლარით განახორციელა.

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ გოგიაშვილებში ჯამბულ მამუჭაძის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარეობს საყრდენი კედლის მოწყობა. სამუშაოებს შპს „მათე555" ასრულებს, რომლის ღირებულება 44 875 ლარს შეადგენს.

სოფელ გოგიაშვილებში და სოფელ ხარაულის ცენტრში მდებარე მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ,,მშენებელი 5" აწარმოებს, რომლის ღირებულება 234 433 ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics