21:20 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 13:06:36, 715 ნახვა

რეგიონი
ბათუმი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება

მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. შეხვედრაზე საერთაშორისო ღონისძიების საორგანიზაციო და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ბათუმი, როგორც არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი ქალაქი, 5-12 ივნისს 38 ქვეყნიდან უმასპინძლებს 457 მონაწილეს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. მსოფლიო ჩემპიონატი 8-დან 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის გაიმართება.

„აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics