19:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 15:15:50, 1216 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - დღეს პატივს მივაგებთ გმირ იუნკრებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის. არაერთი თაობა აღიზრდება მათი გმირობის მაგალითზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

,,დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირ იუნკრებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის. ისინი არიან ნამდვილი მაგალითი გმირობის, პატრიოტიზმის. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი თაობა აღიზრდება მათი გმირობის, სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითზე" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით იუნკერთა მემორიალი ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის მერმა, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საკრებულო წევრებმა, საქართველოს და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics