00:11 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 18:32:04, 1510 ნახვა

რეგიონი
აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშნებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშნებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის N30 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა გონიოს დასახლებაში მდებარეობს. განახლებული სკოლა მოსწავლეების მიღებას ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს.

განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს  შენობის შიდა და გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად კეთილმოეწყობა სკოლის ტერიტორია, სკვერი და ღია სპორტული მოედანი.

პირველ ეტაპზე, განხორციელდა სახურავის რეაბილიტაცია, მოეწყო პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.

2023 წელს, აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან, განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით 25  მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, აშენდება ახალი სკოლები და რეაბილიტირდება 92-ზე მეტი სკოლა.

სკოლის რეაბილიტაციის პროცესს მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძე და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე გაეცნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics