2022-12-19 12:18:39, 1746 ნახვა
რეგიონი
კასპის მერიამ „კასპის კეთილმოწყობა“-ს ავტომანქანა ამწე „კალათა“ და 200 ერთეული ნარჩენშემკრები კონტეინერი გადასცა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ავტომანქანა ამწე „კალათა“ და 200 ერთეული პლასტმასის ნარჩენშემკრები კონტეინერი შეიძინა, რომელიც ა(ა)იპ „კასპის კეთილმოწყობა“-ს გადაეცა. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერიამ, მანამდე 2 ერთეული ახალი ნარჩენმზიდი ავტომანქანა შეიძინა და ა(ა)იპ „კასპისკეთილმოწყობა“-ს გადასცა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, შეძენილი ტექნიკა უფრო მეტად შეუწყობს ხელს ა(ა)იპ „კასპისკეთილმოწყობა“-ს გამართულ მუშაობას და შესაბამისად მოსახლეობის მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),