02:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 20:59:41, 1735 ნახვა

სხვადასხვა
ორბანი გამოჩნდა შარფით, რომელშიც დიდი უნგრეთის რუკაზე უკრაინის ნაწილიც არის გამოსახული, კიევმა ბოდიშის მოხდა მოითხოვა

უკრაინამ უნგრეთისგან ოფიციალური ბოდიშის მოხდა მოსთხოვა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საზოგადოებაში "დიდი უნგრეთის" გამოსახულებით, გულშემატკივართა შარფით გამოჩნდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ „უნგრეთში რევიზიონიზმის იდეების გავრცელება ხელს არ უწყობს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას“.

უკრაინაში უნგრეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.

20 ნოემბერს საღამოს ორბანი უნგრეთის და საბერძნეთის საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგურ მატჩს დაესწრო. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მას შარფი აჩუქა, რომელზეც გამოსახული იყო "დიდი უნგრეთის" რუკა - იმ ტერიტორიებით, რომლებიც უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა 1920 წელს ტრიანონის ხელშეკრულების დადებამდე. უნგრეთის გარდა, მის თანამედროვე საზღვრებში იგი მოიცავს ავსტრიის, სლოვაკეთის, რუმინეთის, ხორვატიის, სერბეთის და უკრაინის ნაწილებს.

ორბანის ამ ნაბიჯს რუმინეთშიც მოჰყვა კრიტიკა. ევროპარლამენტარმა ალინ მიტუჩამ განაცხადა, რომ ორბანის საქციელი ევროკავშირის დონეზე უნდა დაისაჯოს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორბანს რევანშიზმში ადანაშაულებენ. 2020 წელს ხორვატია და რუმინეთი უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ მან გამოაქვეყნა გლობუსის ფოტოები, რომელიც ასახავდა უნგრეთის სამეფოს 1920 წლამდე საზღვრებში, მათ შორის ამ ქვეყნების თანამედროვე ტერიტორიების ნაწილს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics