22:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 16:25:21, 1332 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრის წარმომადგენლებს და პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრის წარმომადგენლებს და პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს მზაობა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით და იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რაც ამ მიმართულებით რეგიონში განხორციელდა.

ზაფხულის განმავლობაში, განათლების სამინისტროს ხელშეწყობით, აქტიურად ტარდებოდა   ტრენინგები და პედაგოგთა გადამზადების კურსები.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა.

გასულ სასწავლო წელს ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც ამ ეტაპზე 900-მდე ბავშვია დარეგისტრირებული. ასევე, უკრაინელი ბავშვები ბათუმის სხვა საჯარო სკოლებშიც შეუერთდებიან ახალ სასწავლო წელს სწავლას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics