16:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 14:44:45, 1469 ნახვა

რეგიონი
შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა" ინფო-ტური მოაწყო

შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა" ინფო-ტური მოაწყო.

ტურის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტში შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, არსებული კულტურული ძეგლების, ღირშესანიშნაობების და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.

ტურში მონაწილეობა მიიღო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა, მოწვეული იყვნენ გადაცემა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო და ,,დილის ტალღის" ჟურნალისტები, ტურისტული სააგენტოსა და უძრავი ქონების სააგენტოს  წარმომადგენლები.

ინფო ტურის მონაწილეებმა დაათვალერეს დოლოგნის, ზავრის და ვარჯანისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩანჩქერები.

ტურის ფარგლებში სტუმრები ,,ცინცაძეების (მარიამის) მარანის" გახსნას დაესწრნენ. დაათვალიერეს მარანი, ადგილზე გაეცნენ ღვინის დაყენების და არყის გამოხდის პროცესს, გაიმართა ღვინის და აჭარული კერძების დეგუსტაცია, სტუმრებისთვის მოეწყო თონეში პურის გამოცხობის მასტერკლასი.

სანახაობით და ემოციებით დატვირთული დღის ბოლოს მონაწილეებმა მდინარე აჭარისწყალზე რაფტინგში შეჯიბრი გამართეს.

ღონისძიებას ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა",  სსიპ ფრიდონ თურმანიძის სახელობის მერისის საჯარო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,სავანე" და ანსამბლი ,,ბეთლემი" აფორმებდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics