14:00 - 16 Apr, 2026
|
2022-06-02 15:11:10, 1186 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ფურტიოსა და ბუთურაულის საბავშვო ბაღებს ეწვია
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, ფურტიოსა და ბუთურაულის საბავშვო ბაღებს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მერმა პატარებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ტკბილეული და სასკოლო მზაობის აღსაზრდელებს, სახელმძღვანელო ,,პირველკლასელთა აკადემია“ გადასცა. ომარ ტაკიძესთან ერთად, სკოლამდელ დაწესებულებებში, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კეკელიძე იმყოფებოდნენ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტკბილეული მუნიციპალიტეტის ყველა ბაგა-ბაღის აღსაზრდელს, ხოლო ,,პირველკლასელთა აკადემია“ სასკოლო ასაკის 118 ბავშვს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)