15:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 14:51:18, 1465 ნახვა

რეგიონი
კასპელი ძალოსნები ყაზახეთში ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

კასპის მუნიციპალიტეტიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში   მონაწილეებს გამგზავრებამდე, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე შეხვდა.

წარმატებული ძალოსნები (წოლჭიმი), 19 წლის საქართველოს 5 გზის ჩემპიონი გიორგი კრუპნოვი და 20 წლის ევროპის ჩემპიონი სიმონ ორბელაშვილი  (მწვრთნელი გიორგი მერებაშვილი) – საქართველოს ნაკრების წევრები არიან. 

„მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა დაუღალავი შრომით მოიპოვება, ამასთან  დიდი პასუხისმგებლობაა და მჯერა  რომ საუკეთესო შედეგებით დაბრუნდებით. მინდა წარმატებები გისურვოთ სპორტულ კარიერაში,  ჩემის მხრივ  კი მხარდაჭერა და თანადგომა ყოველთვის იქნება“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

გიორგი კრუპნოვის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics