17:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 12:21:35, 1523 ნახვა

რეგიონი
ადიგენის მუნიციპალიტეტში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი წამახალისებელი ღონისძიება გაიმართა

სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში  ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი წამახალისებელი ღონისძიება  გაიმართა, სადაც გამოფენა/დაჯილდოება მოეწყო. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რძის პროდუქტები (ადიგენში მოქმედი კოოპერატივები ).  მსურველებს  შეეძლოთ გაცნობოდნენ მომწოდებლების პროდუქციასა და აღჭურვილობებს.

პროექტის ფარგლებში  ჩატარებულ ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის  და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი  და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტი „პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2-ის“  ფარგლებში, ინოვაციური მცირე გრანტების გამარჯვებულებს  (მეცხოველეობის და ვეტერინარიის კუთხით) სერთიფიკატები და აღჭურვილობები გადაეცათ. 

აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება ,  გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში  (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში  (SDC)  მხარდაჭერით ააიპ სამყარო/EYW-მ  გაუწია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics