02:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 15:01:58, 1095 ნახვა

რეგიონი
ქალაქ კასპში ცხვედაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ქალაქ კასპში ცხვედაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ცხვედაძის ქუჩაზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობა, წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ  კი ასფალტის დაგება დაიწყება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დაფინანსდა. გარდა აღნიშნული ქუჩისა, მიმდინარეობს მიმდებარე -  ჯავახიშვილს ქუჩის რეაბილიტაციაც.  ორივე პროექტის ღირებულება 424 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „შარა“ ახორციელებს.

,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით 2022 წელი აქტიურ რეჟიმში დავიწყეთ.  ცხვედაძის ქუჩა აუცილებელ  რეაბილიტაციას საჭიროებდა,  პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა და ტრანსპორტი კეთილმოწყობილი გზით შეძლებს გადაადგილებას" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics