11:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-05 11:20:19, 1121 ნახვა

რეგიონი
ქვემო ქართლში, 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალური არხების რეაბილიტაციას ახორციელებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (ბალახაური, ხიდისყური და ნახიდური)   810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 2 627 500 ლარია. 

"ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 9 წლის განმავლობაში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 60 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი  32,570 ჰექტარით გაიზარდა, ხოლო   სარწყავი წყლის მიწოდება   24,820 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

დღეისათვის ქვემო ქართლში 6,5 მლნ ლარის ღირებულების  4 პროექტი მიმდინარეობს,  რომელთა დასრულების შემდეგ,   წყალუზრუნველყოფილი გახდება დამატებით 2500 ჰექტარი სავარგული, ხოლო წყლის მიწოდება   810 ჰექტარზე   გაუმჯობესდება." - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics