13:45 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 20:39:29, 518 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი - გილოცავთ, რა მაგარი ხალხი ვართ, „ქართული ოცნება“ მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში

გარწმუნებთ, რომ საქართველომ დღეს გააკეთა ღირსეული არჩევანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში.

„გილოცავთ, აი რა მაგარი ხალხი ვართ ქართველები. მოდი, მადლობა გადავუხადოთ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ ახალგაზრდებს. თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას, ჩამოყალიბებული სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს. ამიტომ, დიდი მადლობა თქვენ, თქვენ გამჭრიახი გონებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს, მთელ გუნდს. გარწმუნებთ, რომ საქართველომ დღეს გააკეთა ღირსეული არჩევანი.

გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია, არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი. კიდევ ერთხელ გაძლევთ პირობას, რომ „ქართული ოცნება“ როგორც იყო სახალხო, ისევე იქნება სახალხო და დარჩება ხალხის სამსახურში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გაუმარჯოს ჩვენს მომავალ გამარჯვებებს! გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას!- განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics