2015-01-29 10:11:17, 440 ნახვა
სამართალი
სასამართლოს ძალით აღდგენილი მერიის თანამშრომლები დღეს საკრებულოში ბრიფინგს გამართავენ
სასამართლოს ძალით აღდგენილი მერიის თანამშრომლები დღეს, თბილისის საკრებულოში, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირაკლი აბესაძესთან ერთად ბრიფინგს გამართავენ.
მათი განცხადებით, მიუხედავად მოსამართლის გადაწყვეტილებისა, რის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების შესახებ ნარმანიას ბრძანება და ადმინისტრაციას დაეკისრა დაუყონებლივ აღდგენა სამსახურებში, თბილისის მერია ამ დრომდე სამუშაოს შესრულების უფლებას არ აძლევს.
ბრიფინგი 10:30 საათზე დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან