15:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 20:28:02, 3587 ნახვა

სხვადასხვა
აშშ უზენაესი მოსამართლის რუთ გინსბურგის გარდაცვალებას გლოვობს

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ლიბერალობის სიმბოლოს, რუთ ბეიდერ გინსბურგის სურათი პროექტორით ნიუ-იორკის შტატის სამოქალაქო უზენაესი სასამართლოს შენობაზე გამოსახეს. 

ამასთან აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დროშა დაეშვება. 

 რუთ ბეიდერ გინსბურგი ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

გინსბურგი აშშ-ის ისტორიაში მეორე ქალი იყო, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დაიკავა. ის მოსამართლედ 1993 წელს დაინიშნა, დემოკრატი ბილ კლინტონის მმართველობის დროს.

"დღეს ჩვენი ქვეყანა სამართლის ტიტანის დაკარგვას გლოვობს, ის ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო". – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ცნობილია, თავად გინსბურგის დამოკიდებულება აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალ ტრამპის მიმართ. მას ტრამპის პოლიტიკა არ მოსწონდა და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შვილიშვილს უთხრა, რომ არ სურდა მისი შემცვლელი დონალ ტრამპს დაესახელებინა, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა ნოემბერში ეწურება. მას სურდა, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი წევრი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებულ ახალ პრეზიდენტს წარედგინა.

გინსბურგის გარდაცვალებას ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც გამოეხმაურა  Facebook-პოსტით. მისი თქმით, მოსამართლე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიხვდა, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბარი, თუ ქვეყნისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი გახდებოდა თითოეული მოქალაქე.

ოთხი ლიბერალი მოსამართლიდან ერთ-ერთი. ის მეორე ქალი იყო, რომელიც უზენაეს სასამართლოში დაამტკიცეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მან 27 წლის განმავლობაში იმსახურა. მანამდე ის ქალთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა, 1972 წელს იგი კოლუმბიის სამართლის სკოლის პირველი ქალი პროფესორი გახდა. 

ერთ-ერთი გამორჩეული ქალის ცხოვრებას, ჰოლივუდმა 2018 ფილმი "სქესის მიხედვით" მიუძღვნა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics