00:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-18 18:34:59, 9224 ნახვა

სპორტი
დაეკისრება თუ არა სანქციები საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ აზერბაიჯანელ ფეხბურთელს?!

საქართველოს ჩემპიონატის, „ეროვნული ლიგის“ გუშინდელ მატჩში საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ ლეგიონერმა, აზერბაიჯანელმა ნიჯატ ყურბანოვმა თბილისი „მერანთან“ გოლის გატანა სპეციალური ჟესტით აღნიშნა, რითაც გოლი მის დაღუპულ თანამემამულეებს მიუძღვნა.

ყურბანოვის პირველ კომენტარს „სამტრედიის“ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ - „ამ ჟესტით გოლი მივუძღვენი ყველა ჩემს თანამემამულეს, რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ. ახლა მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მძიმე სიტუაციაში არიან და მსურდა მათთვის თანადგომა გამომეცხადებინა“.

შეგახსენებთ, რომ ფიფას და უეფას რეგულაციებით საფეხბურთო მატჩის დროს პოლიტიკური ჟესტის გამოყენება იკრძალება, რის გამოც ადრეც დასჯილან ფეხბურთელები, მსგავსი აღნიშვნის გამო.

რაც შეეხება სიტუაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საომარი სიტუაციები ყოველ დღე მწვავდება, რასაც დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის ზრდაც მოჰყვა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics