2015-08-13 11:59:24, 959 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა
ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა.
„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 500-ს აჭარბებს.
აფეთქებები ქიმიური ნივთიერებების საწყობში მოხდა. შედეგად დაზიანდა და დაიწვა ახლოს მდებარე შენობა-ნაგებობები და ასობით ავტომობილი.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან