2020-03-21 19:26:57, 8179 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 49-ე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების 49-ე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.
"დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა 49-ე, რომელიც არის აჭარაში, აჭარაში არის 3 დადასტურებული შემთხვევა. არსებული პაციენტების მდგომარეობა არ არის შეცვლილი, ყველასი სტაბილურია, ამ 49 პაციენტში, 3 პაციენტია საყურადღებო და პრობლემური, რომელთანაც შესაძლოა პროგნოზულად ცუდი გამოსავალი, თუმცა მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია", - განაცხადა ეზუგბაიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან