|
2015-02-20 11:20:30, 605 ნახვა
სამართალი
ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულის მხარე დნმ-ის ანალიზის შემოწმებას აპირებს
„ასაფეთქებლის ნაწილზე გია სოსანაშვილის დნმ კი არ აღმოაჩინეს, მასზე გადაიტანეს“, - აღნიშნული განცხადება იური ვაზაგაშვილის აფეთქებისთვის ბრალდებულის სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ადვოკატ ჯოგლიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დნმ-ის ანალიზი პირველად 6 თებერვალს აუღეს. მისი თქმით, ნივთმტკიცებაზე სწორედ ამ დღეს აღებული დნმ-ის დატანა მოხდა. ჯოგლიძის განცხადებით, საქმეში 6 თებერვალს აღებული დნმ-ის შესახებ ინფორმაცია არ დევს. მისი თქმით, ოფიციალურად საქმეში მხოლოდ 7 თებერვალს მეორედ აღებული დნმ-ის შესახებ არის ჩანაწერი. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დაურეკეს და გენინსპექციის სამმართველოს უფროსის კაბინეტში დაიბარეს. სწორედ იქ მოხდა 6 თებერვალს პირველად დნმ-ის აღება, თუმცა ეს სინჯი არ დალუქულა, ხელი მასზე არავის მოუწერია. დაილუქა ის სინჯი, რომელიც 7 თებერვალს აიღეს. 6 თებერვალს აღებული კი სპეციალურად წაუსვეს საფლავზე აღმოჩენილ ნივთმტკიცებაზე. გამოძიებას არ აწყობდა ამის გამჟღავნება. ჩვენ ვაპირებთ დნმ-ის ანალიზის შემოწმებას. ადგილზე სხვა დნმ-ების არსებობასთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი გახდა გუშინ, მიდის გამოძიება. არ არის გამორიცხული, რომ 23 იანვარს ყარაფილადან აღებული სინჯი სოსონაშვილის სინჯს დაემთხვეს“,- განაცხადა სოსო ჯოგლიძემ. ადვოკატმა უარყო ინფორმაცია, თითქოს გია სოსანაშვილი კომპიუტერში იური ვაზაგაშვილის მონაცემებს ეძებდა. მისი თქმით, ამის დასადასტურებლად შესაძლებელია კომპიუტერული ექსპერტიზის ჩატარება, რითაც დამტკიცდება, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)