2015-02-07 11:57:32, 744 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტი და ერთი მოქალაქე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, მოქალაქისგან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4506 კვ/მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 18 000 აშშ დოლარი მოითხოვეს.
მათივე ცნობით, დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6 დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან