12:17 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 12:04:30, 1402 ნახვა

სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩაატარეს

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცეულის დონის საველე სწავლება ჩაატარეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერები სწავლებას ორი კვირის განმავლობაში გადიოდნენ. საჩვენებელ სწავლებაზე ოცეულმა ჩასაფრების ოპერაცია ჩაატარა, რომელიც ჩასაფრების, რეიდისა და მოწინააღმდეგის განადგურების კომპონენტებს მოიცავდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სწავლებებს ინსტრუქტაჟს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები უწევდნენ. სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ინსტრუქტორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics