01:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 16:56:14, 1191 ნახვა

სამხედრო
გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის (USAREUR-AF) მეთაურის სპეციალური ასისტენტი იმყოფება. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს საქართველოში კიდევ ერთი ვიზიტისა და პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარების პროცესში შეტანილი პირადი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

„თავდაცვის ძალების მეთაურმა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ნაყოფიერი მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა. მან გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით, აშშ-ის არმიის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო და თანამშრომლობის მზარდი დინამიკის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს. გენერლებმა უკრაინაში განვითარებული პროცესები, რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმეს და უკრაინელი ხალხის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.“ - ნათქვამია ინფორმაიცაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics