12:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 09:38:52, 16583 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსის სიმპტომებით ზუგდიდში ქალი გადმოიყვანეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში კორონავირუსის ნიშნებით 50 წლის ქალი გადმოიყვანეს.

შუახნის ქალი, ზუგდიდის მკვიდრია. ის, რუსეთში იმყოფებოდა და აფხაზეთის გავლით, ზუგდიდში ბრუნდებოდა.

ქალს სასწრაფო სამედიცინო მანქანები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფახულანის ე.წ.გამშვებ პუნქტზე დახვდნენ და ის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას ცხელება და ხველა აღენიშნება.

ამჟამად პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სავარაუდოდ, პაციენტის ანალიზები დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და პასუხი ცნობილი დღის ბოლომდე გახდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics