11:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 13:15:16, 788 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“: ფოთის ნავთობტერმინალის პუტინის ხელში გადასვლა უმძიმეს საფრთხეს შეიცავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფოთის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღინშნული, როსნეფტის მიერ ფოთის ნავთობტერმინალის შეძენასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ცხადყოფს, რომ მთავრობა ოკუპაციის კანონის დაცვას არ აპირებს.

 „დადასტურებული ცნობებით ფოთის ნავთობტერმინალი გადადის პუტინის უმთავრესი ეკონომიკური იარაღის, რუსული სახელმწიფო კომპანიის - როსნეფტის მფლობელობაში , რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმაც დაადასტურა.

როსნეფტის ხელმძღვანელობა არ მალავს ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მიღების მოლოდინს აღნიშნული ფინანსური გარიგებიდან.

ენმ აცხადებს, რომ ფოთის ნავთობტერმინალის პუტინის ხელში გადასვლა შეიცავს უმძიმეს საფრთხეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის.

ამავე დროს,

1. რუსული კომპანია როსნეფტი სანქცირებულია დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო და საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში მისთვის ოპერირების შესაძლებლობის მიცემა ეწინააღმდეგება საქართველოს დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

2. როსნეფტი არის ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კომპანია და მისი ღია ინტერესების სფეროა საქართველოში ეკონომიკური დომინაციის მიღწევა განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკულ სფეროში.

3. საქართველოს კანონის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" იგნორირებით როსნეფტი აწარმოებს უკანონო დაზვერვით და მოპოვებით საქმიანობას შავი ზღვის შელფზე ოკუპირებულ აფხაზეთში, რასაც აღნიშნული კომპანია დაუფარავად და ცინიკურად ახორციელებს.

როსნეფტის მიერ ფოთის ნავთობტერმინალის შეძენასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ცხადყოფს, რომ მთავრობა არ აპირებს ოკუპაციის კანონის დაცვას, რუსული კომპანიისთვის შეზღუდვების დაწესებას და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს:

ხელისუფლებამ დაიცვას ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა.

შეასრულოს თავისი ვალდებულება და მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით”, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics