2015-02-24 13:34:44, 422 ნახვა
პოლიტიკა
ხარკოვში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ოთხს მიაღწია
ხარკოვში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ოთხს მიაღწია
„ბი ბი სის“ ინფორმაციით“ ტერაქტის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა.
მათივე ცნობით, 18 წლის სტუდენტი ნიკალაი მელნიჩუკი საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა, ხოლო 9 ადამიანი კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს ხარკოვში აფეთქება „ღირსების მარშის“ დროს მოხდა, როდესაც მარშის მონაწილეები სპორტის სასახლიდან თავისუფლების მოედნისკენ უნდა დაძრულიყვნენ, სადაც აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.
არსებული ინფორმაციით აფეთქება ხელყუმბარამ გამოიწვია, რომელიც უცნობმა პირებმა გამვლელი ავტომობილიდან ისროლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან