17:25 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 18:49:39, 349 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერია მთავრობის წევრების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია 2014 წლის 1 აგვისტოდან 31 იანვრის ჩათვლით მთავრობის წევრების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, არ წყდება პოლიტიკური სპეკულაცია და მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება თბილისის მერიის მაღალჩინოსნების ხელფასებისა და დანამატების შესახებ.
 „იმისათვის, რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და, ამავდროულად, ჰქონდეს ინფორმაცია, რეალურად რა ანაზღაურებას იღებენ თბილისის მთავრობის წევრები, თბილისის მერია ავრცელებს ოფიციალურ მონაცემებს 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით თბილისის მთავრობის წევრების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ.

დედაქალაქის მთავრობამ 2014 წლის აგვისტოშივე მიიღო გადაწყვეტილება და უარი თქვა პრემიებზე, რომელიც წლების განმავლობაში გაიცემოდა მერიის მაღალჩინოსნებზე. გარდა ამისა, დარეგულირდა და სისტემაში მოექცა დანამატების გაცემის საკითხიც.

თვალსაჩინოებისთვის, ვაქვეყნებთ ცხრილს, რომელშიც ნათლად ჩანს თბილისის მოქმედი მთავრობის წევრების მიერ 6 თვის განმავლობაში მიღებულ შემოსავალსა და 2013 წლის ამავე პერიოდში თბილისის ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიღებულ ხელფასს, დანამატსა და პრემიას შორის სხვაობა“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ცხრილის მიხედვით ყოფილმა  მერმა გიგი უგულავამ ხელფასის სახით 14888,00 , ხოლო დანამატის სახით 20 225,50 ლარი აიღო.
მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ   კი ხელფასის სახით 18921,00 , ხოლო დანამატის სახით 6 360,00 ლარი აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics