2026-03-31 12:28:32, 1030 ნახვა
პოლიტიკა
1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა
35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე? მონაწილეთა 98,08 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
რეფერენდუმი ჩატარდა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, რომელიც იმ დროს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო. სახალხო კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც.
რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,