15:07 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-20 19:56:22, 502 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უკანონოდ ცნო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უკანონოდ ცნო.

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.

გადაწყვეტილებაზე მოსაზრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსმა დაწერა და სასამართლომ 6-3-ზე ხმით დაადგინა, რომ ტარიფები კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას აღემატებოდა, თუმცა სასამართლოს არ განუცხადებია, რა ბედი ელის უკვე ამოღებულ 130 მილიარდ დოლარზე მეტ ოდენობის ტარიფებს.

ამერიკული მედიის შეფასებით, "ეს არის თეთრი სახლისთვის შთამბეჭდავი მარცხი იმ საკითხში, რომელიც პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური დღის წესრიგის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა".

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-დან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ 2025 წლის 3 აპრილს განაცხადა. 

დონალდ ტრამპის სამიზნეები გახდნენ როგორც მოკავშირეები, ასევე კონკურენტები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ევროკავშირი და ჩინეთი, რომლის მიმართაც, 5 აპრილიდან 34%-იანი ტარიფი ამოქმედდა.

აშშ-ის პრეზიდენტს უნივერსალური 10%-იანი ტარიფი დაწესებული ჰქონდა იმპორტზე ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სომხეთისთვისა და აზერბაიჯანისთვის.

სიაში არ იყო რუსეთი. ასევე, ახალი ტარიფები არ ეხებოდა კანადასა და მექსიკას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics